GUSF ღონისძიებები


freediving / თბილისის წყალსაცავი

2017 წლის იანვრიდან საქართველოს წყალქვეშა სპორტის ფედერაცია ატარებს ვარჯიშებს თავისუფალ ყვინთვაში. ვარჯიშები ტარდება თბილისის ზღვაზე კვირაში ერთხელ. გელით ყველას ვისაც უყვარს ფრიდაივინგი და გააჩნია თავისი აღჭურვილიბა. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.

January 16, 2017
შეტყობინების გაგზავნა

სასიმაღლო ტრეინინგი / Mount Kazbegi

სამედიცინო თვალსაზრისით მთამსვლელი და მყვინთავი მსგავს გავლენას განიცდიან, კერძოდ კი არტერიულ სისხლში ჟანგბადის შემცველობის (SaO2) შემცირებასთან დაკავშირებულ ჟანგბადის უკმარისობას. აქედან გამომდინარე წყალქვეშა სპორტსმენების მაღალი მთის პირობებში ფიზიკური აკტიურობისა და ვარჯიშების ჩატარება იძლევა ძალიან ქარგ შედეგებს. მაშ ასე პირველი 5 დღიანი გასვლა განხორციელდა (2017 წლის 15 თებერვლიდან 20 თებერვლამდე) ჩვენმა 5 კაციანმა ჯგუფმა გაატარა ეს დღეები რეალურ შრომა-ვარჯიშში. ვარჯიშების პირველ ეტაპი - ასვლები ხორციელდებოდა 4500 მეტრის სიმაღლემდე (ყაზბეგის პლატო) და მიზნად ისახავდა ორგანიზმის მუშაობის ადაპტაციას ჟანგბადის უკმარისობის პირობებში. ვარჯიშების მეორე ეტაპი - სუნთქვის შეკავება და იოგის სუნთქვითი ვარჯიშები პრანაიამას მეშვეობით.

February 22, 2017
ვრცლად